Этот сайт использует файлы cookie
OK

გამოყენების წესები და პირობები

მომხმარებლის შეთანხმება
ბოლოს განახლდა: 11.03.2023

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "IKI"-ს ვებგვერდზე (ეს საიტი ეკუთვნის ინდ. მეწარმე მარია გლაზკოვა ID 305366519). გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ამ ხელშეკრულების პირობები. ვებგვერდის ikiconcept.store ნებისმიერი სერვისით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ჩვენი მომსახურების პირობებს.

ჩვენი მომსახურება

IKI არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის ikiconcept.store საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.


თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს ikiconcept.store - იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

ikiconcept.store არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ ikiconcept.store - ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.


იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.


იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია სისტემური შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.


მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის შევსება საჭიროა პროდუქციის შეძენისათვის და შენაძენის მიწოდებისათვის. სავალდებულო ველების შევსება აუცილებელია რადგან მოხდეს ნივთის ტრანსპორტირება საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გასააქტიურებლად.


მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

ikiconcept.store - ზე ამ დროისთვის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით (მიტანის შემდეგ). მალე დაემატება საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა.

როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია ონლაინ მაღაზიაზე

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათშორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში.


როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაზე

  • საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე.
  • თუ გჭირდებათ მიწოდება თბილისის ფარგლებს გარეთ (საქართველოს ფარგლებში), შესყიდვის გაკეთებისას, საჭიროა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის (პასპორტის ნომერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში) მითითება, რომ თქვენი შეკვეთის გამოგზავნისას მოხდეს ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა.

ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს შპს "საინფორმაციო კომუნიკაციის სისტემები" (FedEx Georgia). შეკვეთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.


ტრანსპორტირების ფასი

  • ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, ნებისმიერი პროდუქტის მიტანა შესაძლებელია თბილისის ნებისმიერ უბანში უფასოდ!
  • თბილისის გარეთ მიწოდება გამოითვლება ინდივიდუალურად მიტანის სერვისის ტარიფების მიხედვით და იხდის მომხმარებელს ცალკე.

ტრანსპორტირების სისწრაფე

მოცემული ტრანსპორტირების ვადები სავარაუდოა და დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე (საიტზე შეკვეთების მიღება ხდება: 24სთ/7დღე).


თბილისი

21:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთები თბილისში ჩაბარდება შემდეგ სამუშაო დღეს (გამონაკლის შემთხვევებში ერთი დღის შემდეგ). შეკვეთების მიწოდება ხდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. შაბათობით პროდუქცია არ იგზავნება თბილისში.

მაგალითად:

  • სამშაბათს 21:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია მოგივათ ოთხშაბათს.
  • შაბათს 21:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია ჩამოვა ორშაბათს, რადგან კვირას თბილისში გადაზიდვები არ მუშავდება.

რეგიონები

რეგიონებში, მისამართიდან და შეკვეთის გაკეთების დროიდან გამომდინარე, პროდუქტის მოტანას შეიძლება დაჭირდეს 2-3 დღე (გამონაკლის შემთხვევებში 4-5 დღე). შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათობით 15:00 საათამდე.


გზავნილისთვის თვალის მიდევნება

ikiconcept.store - ზე შესყიდვის განხორციელების შემდგომ, მას შემდეგ რაც ჩვენ მივაწოდებთ სატრანსპორტო კომპანიას თქვენს შენაძენს, თქვენ პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ იმეილი გზავნილის ნომრით. ამ ნომრით თქვენ სატრანსპორტოს საიტზე(ლინკი) შეძლებთ თქვენი გზავნილის სტატუსის შემოწმებას. ამ ნომრითვე შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენი გზავნილის სტატუსი სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით.


პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

ikiconcept.store ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, ikiconcept.store - ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.

დაბრუნება/გადაცვლა

ონლაინ შეძენილი პროდუქტის გადაცვლა

  1. პროდუქტის გადასაცვლელად უნდა გამოგვიგზავნოთ პროდუქტი ნებისმიერი საკურიერო კომპანიით: საქართველო, თბილისი, ქ. როსტევანი, 8ა, 112
  2. პროდუქტის გაცვლის მოთხოვნით გთხოვთ მოგვწეროთ info.ikiconcept.store@gmail.com და დაელოდოთ ჩვენთან დაკავშირებას.
  3. პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა მოდელზე.
  4. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი ადგილზე მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში(პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
  5. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
  6. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება

  1. პროდუქტის გადასაცვლელად უნდა გამოგვიგზავნოთ პროდუქტი ნებისმიერი საკურიერო კომპანიით: საქართველო, თბილისი, ქ. როსტევანი, 8ა, 112
  2. პროდუქტის დასაბრუნებლად გთხოვთ მოგვწერეთ info.ikiconcept.store@gmail.com და დაელოდეთ ჩვენთან დაკავშირებას.
  3. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში(პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
  4. დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
  5. თანხა ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მიუთითეთ მეილში, 2-დან 5 სამუშაო დღემდე. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.
კონტაქტები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მომხმარებლის შეთანხმების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით: info.ikiconcept.store@gmail.com